LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპილოტო ავტომობილის მოტყუება ძალიან მარტივია

63

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ უპილოტო ავტომობილის მოტყუება ძალიან მარტივია. ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტები დაინტერსდნენ, შეძლებდნენ თუ არა ავტოპილოტის დაბნევას და ეს ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ექსპერიმენტისთვის მათ მხოლოდ რამდენიმე საგზაო ნიშანი და ფერადი სტიკერები დასჭირდათ. შეგახსენებთ, რომ ავტოპილოტს მართავს კამერა, რომელიც გარესამყაროს სწორედ საგზაო ნიშნების მიხედვით აღიქვამს. ნიშნების არევამ კი სისტემა სერიოზულად დააბნია და თითქმის ყველა შემთხვევაში არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, „Stop“ ნიშანზე გარკვეული წარწერის გაკეთების შემდეგ სისტემა მას როგორც სიჩქარის შეზღუდვას ისე აღიქვამდა და შესაბამისადაც იქცეოდა. სპეციალისტთა შეფასებით, ეს ექსპერიმენტი იმას ამტკიცებს, რომ ავტოპილოტი არც თუ ისე უსაფრთხოა და ნიშნებში პატარა ცვლილებასაც კი სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები