LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ural Airlines-მა მგზავრები რეისზე არ დაუშვა

23

Ural Airlines-მა მგზავრები რეისზე არ დაუშვა, რის გამოც სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ეკატერინბურგის აეროპორტში მოხდა.

ავიაკომპანიის მგზავრები აეროპორტში რეგისტრაციის დასრულებამდე 50 წუთით ადრე მივიდნენ და რიგში საათზე მეტი დრო დაყვეს. ამის შემდეგ ავიაგადამზიდის თანამშრომლებმა მათ გადაყვანაზე უარი თქვეს და ბილეთების შემდეგ რეისზე გადაცვლა შესთავაზეს. გაბრაზებულმა მოქალაქეებმა ურალის ავიახაზებს სასამართლოში უჩივლეს და მოსამართლემ მათი სარჩელი დააკმაყოფილა. კომპანიას კი გარდა კომპენსაციის გადახდისა, სამომავლოდ მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილებაც დაევალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები