LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურალის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს

20

16 მაისიდან, ურალის ავიახაზები სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.

როგორც “ავტორადიოს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეისის სანქტ-პეტერბურგი – ბათუმი -სანქტ-პეტერბურგი შესრულება კვირაში ორჯერ ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება.

კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს.

საღამოზე, რომელსაც რუსეთში არსებული რეგიტინგული მედია საშუალებების, ტურ სააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია.

როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, მიმდინარე წელს რუსეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის  ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება აპრილიდან დაიწყება.