LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურჩ ბიჭუნას საახალწლო საჩუქრების მიღება უნდოდა და სანტა კლაუსის მოსყიდვა სცადა

116
1_Santa-lecturing-Caucasian-boy

მამაკაცმა, რომელიც აშშ-ში პროფესიონალ სანტა კლაუსად მუშაობს, 6 წლის ბიჭუნასგან მიიღო საახალწლო საჩუქრების სია და თან ფული დავალების დროულად შესასრულებლად. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirror ავრცელებს.

სანტას თქმით, 6 წლის ენტონი მოთმინებით ელოდა თავის რიგს, რათა სანტას შეხვედროდა. როდესაც მისი რიგი მოვიდა, ის მას კალთაში ჩაუჯდა, უთხრა თუ რა საჩუქრების მიღებას ელოდა და წერილიც გაუწოდა.

მამაკაცმა პატარას ტრადიციული კითხვა დაუსვა – იქცეოდა თუ არა ის კარგად ამ წელს. ბავშვი შეიშმუშნა, თავის წერილზე მიუთითა და თან დააყოლა, რომ სანტას მის ქცევებზე არ უნდა ედარდა. ენტონის წასვლის შემდეგ სანტამ წერილი გახსნა და შიგნით წერილთან ერთად 5 დოლარიანიც იპოვა. წერილში კი ეწერა: „ძვირფასო სანტა, მადლობა რომ მომიტანე ყველაფერი, რაც ჩემს სიაში იყო, სიყვარულით, ენტონი“.

„ბავშვმა ქრთამი მომცა. მე ერთდროულად შოკირებული და გაოცებული ვიყავი. წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რა აქვს მას დაშავებული..“ – გაუზიარა თავისი ემოციები მსახიობმა გამომწერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები