LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსახლკარო მამაკაცი სტრიპტიზიორი გახდა და მთელი ცხოვრება შეცვალა

104
456

ბრიტანელმა მამაკაცმა რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უსახლკარო იყო, ცხოვრების შეცვლა სტრიპტიზის დახმარებით შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ Metro ავრცელებს.

2003 წელს მანჩესტერის ერთ-ერთ ბარში ყოფილი მეხანძრე დენი კლიფორდი ჩხუბში ჩაერთო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას კონფლიქტი ცნობილი ბანდის წევრებთან მოუვიდა, ისინი მას დევნიდნენ და შურისძიებით ემუქრებოდნენ. თავის დასაცავად მამაკაცი ავსტრალიაში გადაბარგდა.

თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო და კლიფორდმა მეგობარიც კი გაიჩინა. თუმცა, მოგვიანებით ის გაძარცვეს, დოკუმენტები და მთელი ფული მოჰპარეს. მას არ სურდა ოჯახის წევრების განერვიულება, ამიტომ დახმარება არავისთვის უთხოვია და ღამის გათენება პლაჟზე უწევდა.

ერთთვიანი უსახლკაროების შემდეგ ბრიტანელმა გაიგო, რომ ერთ-ერთ სტრიპტიზ ბარში უფასო აბონემენტებს არიგებდნენ. გასართობად მისული დენი ბარის მფლობელებმა შეამჩნიეს და სამსახური შესთავაზეს. ყოფილმა მეხანძრემ თავიდან უარი თქვა, თუმცა ამ წინადადებაზე დაფიქრება მოუწია მას შემდეგ რაც შიმშილმა შეაწუხა.

კლუბში პირველად მისულ კლიფორდს სხვა მოცეკვავეები დახვდნენ და ყველაფერი ასწავლეს. მართალია, ბრიტანელს ცეკვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა თავისი თავი მალევე იპოვა და სტრიპტიზიც შეიყვარა.

ამჟამად დენი თავს მსახიობის ამპლუაში ცდის, რადგან მის მეგობარ გოგონას მისი პროფესია დიდად არ მოსწონს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები