აშშ-ში, ქალაქ სან-ლუისში, უსახლკარო მამაკაცმა ლატარიის დამსახურებით თავისი ცხოვრება შეცვალა. ამის შესახებ გამოცემა KSBY წერს.
მამაკაცმა, რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო. იღბლიანი ბილეთი მან ღვინის მაღაზიაში შეიძინა. როგორც დაწესებულების მენეჯერმა უილსონ სამაანმა დააზუსტა, გამარჯვებული მათი ხშირი კლიენტი იყო.
„ძმაო, მე უსახლკარო აღარ ვარ!“ – უთხრა ბედნიერმა ამერიკელმა სამაანს. მენეჯერის თქმით, თავიდან მამაკაცი ფიქრობდა რომ ჯეკპოტი მოხსნა და 100 ათასი დოლარის მფლობელი იყო. თუმცა, მან მალევე შეამჩნია, რომ მის ბილეთში 6 ცალი 0 იყო. „მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.“
უსახლკარომ აღიარა, რომ მოგებული ფულით პირველ რიგში სახლს და ავტომობილს იყიდის. დარჩენილ თანხას კი ინვესტიციებში დააბანდებს. მამაკაცს მოგებული ფულის მიღებამდე თავისი ვინაობის დადასტურება მოუწევს, შემდეგ კი უკვე ქუჩის დატოვებასაც შეძლებს.