სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც 1889 წელს სირიაშია გადაღებული და მასზე უსინათლო მუსლიმი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქრისტიანი სამირია გამოსახული… ამ ერთი ფოტოთი ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი…
„ეს ფოტო გონებიდან არ ამომდის. 1889 წელს, სირიაში გადაღებულ ფოტოზე უსინათლო მუსლიმი მუჰამედი და უნარშეზღუდული ქრისტიანი სამირია, რომელიც მუჰამედის დახმარებით გადაადგილდებოდა, მუჰამედი კი სამირის თვალების იმედით, თავისუფლად დადიოდა ქალაქის ქუჩებში. ორივე ობოლი ყოფილა და ძალები გაუერთიანებიათ, სასტიკ სამყაროში რომ გადარჩენილიყვნენ. როცა სამირი გარდაცვლილა, უსინათლოც, ერთ კვირაში, დარდით, თან გაჰყოლია.
რელიგიები იმდენად არა, რამდენადაც ასეთი ამბები მოქმედებენ ადამიანებზე. ფოტო, ხო, საერთოდ“. – წერს სოციალურ ქსელში ქეთევან სადღობელაშვილი.