გიორგი შოშიტაშვილი წერს ანსამბლ „ქსოვრელების“ საინტერესო მოგზაურობის შესახებ უზბეკეთში, სადაც, გიორგის მონათხრობის მიხედვით, ძალიან უყვართ და პატივს სცემენ მათ შემოქმედებას:
„მოკლედ, არ ვიცი, როგორ დავიწყო. ეს არის ქართული კულტურის გამარჯვება და უკვდავება, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ სრულიად არაქართული ღონისძიება გვანდეს და მუსიკალური გაფორმება სწორედ ჩვენ მოგვანდეს.
უდიდესი მადლობა ჩვენ უზბეკ მეგობრებს. აქ დაგვხვდა საოცარი გარემო და საზოგადოება, უზომოდ შეყვარებული ჩვენი ანსამბლის შემოქმედებაზე. ზედმიწევნით რომ იციან „ქსოვრელების“ თითოეული სიმღერა და ჩვენთან ერთად ღიღინებენ, ამიტომაც არის რეალობა, რომ ხელოვნებას ენა არ აქვს, ხელოვნება უკვდავებაა, უსასრულობაა… ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ღონისძიებიდან პირდაპირ უცხო ქვეყნის მთავარ არხზე პირდაპირ ეთერში დაგვპატიჟებდნენ და ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში ქართულ დროშას ჩვენი სიმღერებით ავაფრიალებდით… უზარმაზარი დრო დაგვითმეს, სადაც ანსამბლ „ქსოვრელების” ისტორიაზე ვისაუბრეთ და რამდენიმე ქართული სიმღერა შევასრულეთ. მადლობა და კიდევ ათასი მადლობა ამ სიყვარულისთვის ყველა თქვენგანს, ყველა ეროვნების ადამიანს, ვინც ასე გვისმენს და გვგულშემატკივრობს. ყველაფერი წინ არის, ეს მხოლოდ დასაწყისია…“