LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში, “ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისიდან რამდენიმე ფანჯარა ჩამოვარდა და მანქანას დაეცა

46

ვაკეში, “ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისის შენობიდან რამდენიმე ფანჯარა ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქად დაზიანდა მხოლოდ ერთი ავტომობილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო გაჩერებული.
უწყების განმარტებით, მძღოლს პრეტენზია არ გააჩნია, რის გამოც მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები