ვაკო გვილია შვეიცარიაში ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა შვეიცარიის სუპერლიგის გუნდთან, ლუცერნთან“ კონტრაქტი გააფორმა.
ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ორი წლის განმავლობაში ბელარუსულ „ბატეში“ გამოდიოდა, მაგრამ შარშან მწვრთნელმა გაუგებარი მიზეზით სათადარიგოთა სკამზე დასვა.
„ეს ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელიც „ლუცერნს“ ძალიან სჭირდება“, – ამბობს „ლუცერნის“ სპორტული კოორდინატორი რემო მაიერი.
„ძალიან კმაყოფილი ვარ, აქ რომ ვიმყოფები. ყველაფერს გავაკეთებ, რათა, თანაგუნდელებთან ერთად, სტადიონის ტრიბუნები შევავსო“, – ეს უკვე თავად ვაკო გვილიას სიტყვებია.
ვაკო გვილიას ახალი კლუბი შვეიცარიის 10-გუნდიან სუპერლიგაში, 19 ტურის შემდეგ, მეცხრე ადგილზეა, თუმცა, მესამეადგილოსან „ციურიხს“ მხოლოდ რვა ქულით ჩამორჩება.