ვალერი მელაძე „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრია – „გამარჯობა, საქართველო!..“

42

წლის სიმღერის კონკურსი „ოქროს ტალღა“ უკვე მეოთხე წელია იმართება – მისი ორგანიზატორია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, რომლის ოთხივე რადიოსადგური წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქართულ სიმღერას სთავაზობს პრემიერებისთვის საკუთარ ეთერს და სწორედ „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, „ავტორადიოს“ და რაც მთავარია, „არ დაიდარდოს“ ეთერში შესული სიმღერებიდან 125 კონკურსანტი კომპოზიცია მონაწილეობს წლევანდელ „ოქროს ტალღაში“.

მათგან საუკეთესოებს ხვალ, 20 ივნისს, მთაწმინდის პარკში დაგეგმილ შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაასახელებენ. სულ 17 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება. ჟიურის წევრების ვინაობას, ტრადიციულად, დაჯილდოვების დღეს გამოაცხადებენ, თუმცა ჰოლდინგმა ერთი გამონაკლისი დაუშვა.

ჟიურის ერთ-ერთი წევრი 20 ივნისს ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, ამიტომაც ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე ორგანიზატორებმა მისი ვინაობის გამჟღავნება გადაწყვიტეს – ეს გახლავთ ცნობილი შემსრულებელი ვალერი მელაძე.

მან „ოქროს ტალღისთვის“ და ასევე „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს მისალოცად სპეციალური მიმართვა გამოაგზავნა, სადაც აღნიშნავს:

„გამარჯობა, საქართველო. მიხარია, რომ წელს ვარ ჟიურის წევრი ყოველწლიურ მუსიკალური დაჯილდოვბეის ცერემონიაზე „ოქროს ტალღა“. მიმაჩნია, რომ ეს დაჯილდოვება ხელს უწყობს მუსიკის პოპულარიზაციას საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკოსებისთვის.

მთელი გულით ვულოცავ რადიო „ფორტუნას“ 20 წლის იუბილეს და ვუსურვებ, მუდამ იყოს პირველი.

სიყვარულით, თქვენი ვალერი მელაძე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები