ცნობილი ქართველი პიანისტი და არაერთი საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გრან-პრის მფლობელი ვალერიან შიუკაშვილი იანვარში საფრანგეთში მიემგზავრება და ქალაქ კანში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს. კანის საერთაშორისო ფესტივალამდე კვიპროსის და სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად არის მიპატიჟებული. გარდა ამისა, მას ორი სოლო კონცერტი ექნება ქალაქ მოსკოვში. 9-16 დეკემბერს კი ხელოვნების აკადემია, რომელიც შიუკაშვილმა დააფუძნა, კლასიკური მუსიკის მე-3 ეროვნული კონკურსს ჩაატარებს. საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვალერიან შიუკაშვილი მაინც ახერხებს მუშაობას ვიქტორ დოლიძის ნაწარმოებზე და მსმენელის წინაშე მალე წარადგენს საფორტეპიანო ფანტაზიას “ქეთო და კოტეს” თემებზე, რომლის ნაწილი ცნობილია საზოგადოებისთვის სათაურით “როიალის ანატომია”. გარდა ამისა, “ხელოვნების აკადემიას” მომავალ წელს დაგეგმილი აქვს არაერთი გამოფენა, თეატრალური და ლიტერატურული საღამოები, ეროვნული კონკურსები და ფესტივალები.