ვანდალი ტურისტები „ფეისბუქით“ იპოვეს და დასაჯეს კიდეც. შემთხვევა ტაილანდში მოხდა და უკანონო გრაფიტის ავტორი ამერიკელი წყვილი აღმოჩნდა. ტურისტები ბანგკოკის ქუჩაში წარწერებს ტოვებდნენ, რა დროსაც ისინი ერთ-ერთმა გამვლელმა შეამჩნია, ვიდეო გადაუღო და მოგვიანებით კადრები ქსელში გაავრცელა. ვიდეო სამართალდამცავებმაც ნახეს და ამერიკელებს ერთ-ერთ სასტუმროში მიაგნეს. წყვილს თავისი საქციელისთვის ბოდიშის მოხდა და საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუხდათ.