LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარკეთილიდან“ ბარათაშვილის ქუჩამდე და „ახმეტელიდან“ გადასასვლელ ხიდამდე დროებითი მარშრუტები დაინიშნა

50

თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე – მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.