LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიოზე ვერხლის მედალი მოიპოვა

31

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.
ტურნირის მეექვსე დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა.

ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე იაპონელი აარონ ვულფი იყო, რომელთანაც ძირითად დროში ორი გაფრთხილებით იგებდა. თუმცა გოლდენ სქორში იაპონელ ძიუდოისტთან ვაზარით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალის გზაზე ლიპარტელიანმა ხუთი მეტოქე ჩამოიშორა: კოტდივუარელი კოფი კრიმ კობენა, ალჟირელი ლიე ბუიაკუუბი, ლატვიელი ევგენის ბოროდავკო, რუსი კირილ დენისოვი და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები