LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავების ტოპ-7, რომლებიც ტელეეკრანიდან არ „ჩამოსულან“

114

საქართველოში პოპულარობის მოპოვება ადვილია და შენარჩუნება რთულიო, ამას თავად ქართველი ცნობილი სახეები ამბობენ. მნიშვნელოვანია პრესასთან ურთიერთობა, კონკრეტული ამბებით საზოგადოებისთვის თავის შეხსენება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივად ტელეეკრანზე ყოფნა გახლავთ. ამ მხრივ გვყავს თავისებური რეკორდსმენებიც და სწორედ მათ ტოპ-შვიდეულს გთავაზობთ.
 

დუტა სხირტლაძე – ამ სახელითა და გვარით რომ არ გავხსნათ ათეული, ტელევიზიის ღმერთები არ გვაპატიებენ. დუტა „ვის უნდა 20 000“-დან მოყოლებული, ტელეეკრანს ამირანივით მიეჯაჭვა და წელი ისე არ გასულა, რომ ერთდროულად რამდენიმე პროექტში არ იყოს დაკავებული, ხან ტელეშოუ მიჰყავს, ხან ერთ-ერთი მონაწილეა, სერიალში თამაშობს, ან პარალელურად, ამ ყველაფრითაა დაკავებული. სიმართლეც ვთქვათ, რომ თავისი საქმე კარგად გამოსდის.

 

duta

 

 

ვანო ჯავახიშვილი – თავის დროზე ვანომ იუმორისტული თოქ-შოუს წამყვანის პოსტზე დავით გოგიჩაიშვილი ჩაანაცვლა, როდესაც ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. მას შემდეგ ვანომ ტელეეკრანზე საკუთარი ადგილი მიისაკუთრა და წარმატებული შოუმენი გახდა.

 

vano

 

 

ვანიკო თარხნიშვილი – ვანიკო თარხნიშვილის გამოჩენის შემდეგ გავიგეთ და დავინახეთ, რომ მუსიკალური და გასართობი ტელეშოუების წაყვანა, თურმე, დუტას გარდა, სხვა ადამიანსაც შესძლებია. ვანიკომ, ამის გარდა, მაყურებელს „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟითაც დაამახსოვრა თავი და კიდევ, მუსიკალური კარიერაც წამოიწყო, რომელმაც „გამოუვალი მდგომარეობის“ სახლით დაიმკვიდრა თავი ქართულ შოუბიზნესში.

 

vanikotarxni

 

 

მაია ასათიანი – მაია ასათიანი ქართულ ტელევიზიის ერთ-ერთი სტაჟიანი სახეა. „პირველი არხიდან“ მოყოლებული, მისი სახე ბევრ ტელევიზიაში ვიხილეთ, მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივად „იმედში“, სადაც „დროების“ დასამახსოვრებელ სიუჟეტებს აკეთებდა, შემდეგ „მზეზე“, „პროფილით“, რომელმაც მოგვიანებით „რუსთავი 2“-ზე გადაინაცვლა და აგერ უკვე მერამდენე სეზონია, რეიტინგის სათავეშია მოქცეული.

 

maiaasat

 

 

ნანუკა ჟორჟოლიანი – პოლიტიკური ჟურნალისტობიდან ყვითელი თოქ-შოუს წამყვანობამდე ნანუკამ საკმაოდ გრძელი და თავგადასავლებით სავსე გზა გაიარა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი თავგადასავლები ამით დასრულდა. ხან „კურიერის“, ხან „ნანუკას შოუს“ მიკროფონით, ტელეწამყვანი მუდმივად მოვლენების ეპიცენტრში ტრიალებს, ხან თავად ლაპარაკობს, ხან სხვებს ალაპარაკებს საკუთარი თავის შესახებ.

 

nanuka

 

ინგა გრიგოლია – ინგა გრიგოლია „პირველ არხზე“ საკუთარ თავს რომ იხსენებს, ყოველთვის ამბობს, რომ ეს ჩანაწერი აუცილებლად უნდა აჩვენონ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს იმის დასადასტურებლად, როგორი არ უნდა იყოს ტელეჟურნალისტის იმიჯი. ინგამ თითქმის ყველა არხი მოიარა, ყველგან პოლიტიკური გადაცემებით, დღეს კი, რა თქმა უნდა, მისი იმიჯიც სრულიად განსხვავებულია. ერთადერთი, რაც არ შეცვლილა, ტემპერამენტი და ხმის ტემბრია, რომელიც მრავალი წელია, ამა თუ იმ არხიდან გვესმის.

 

grigoliainga

 

 

ეკა ხოფერია – „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს უფროსობიდან საკუთარი ნებით წამოვიდა, იყო პოლიტიკური თოქ-შოუ „იმედზე“, შემდეგ კი მცირე პაუზა. ეკას ცხოვრებაში მალევე გაჩნდა საკუთარი ჟურნალი და შემდეგ თოქ-შოუ პირად თემებზე, რომელსაც დღემდე უძღვება. ეკას ცხოვრებაში თითქმის არ ყოფილა მომენტი, რომ ის ტელეეკრანიდან არ მისალმებოდა მაყურებელს.

 

eka-xofer

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები