LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასკულიტი

102
ვასკულიტი

ვასკულიტი არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც ზიანდება სისხლძარღვები. სისტემური ვასკულიტების დროს ვითარდება სისხლძარღვის კედლის ყველა შრის ანთება და ნეკროზი, რასაც ხშირად თან სდევს სისხლძარღვის ოკლუზია, მიკროცირკულაციის დარღვევა და შემდგომ ორგანოებისა და ქსოვილების იშემია. ვასკულიტები ვითარდება იმუნოპათოლოგიური პროცესების ფონზე.

განასხვავებენ პირველად და მეორეულ ვასკულიტებს. პირველადი ვასკულიტი დამოუკიდებლად მიმდინარე დაავადებაა, ხოლო მეორეული ვითარდება რომელიმე ინფექციური, ალერგიული ან სხვა დაავადების ფონზე. დაავადების სიმპტომები სისხლძარღვის დაზიანების ტიპსა და ორგანული დაზიანებების სიმძიმეზეა დამოკიდებული. ეს დაავადება ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. მისთვის დამახასიათებელია ტალღისებური ცხელება, წონის კლება, თავის ტკივილი, რომელიც ღეჭვის დროს ძლიერდება, საფეთქლის არის შესივება.

ადრეული სიმპტომებიდან აღსანიშნავია ცხელება, მადის დაქვეითება, წონის კლება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ღამის ოფლიანობა. სისხლში მომატებულია ანთების მარკერები. შესაძლოა, დაიკარგოს პერიფერიული პულსი, არტერიული წნევის მაჩვენებლები სხვადასხვა კიდურზე სხვადასხვაა, შევიწროებულ არტერიაზე ისმის შუილი. გულმკერდის ტკივილი ფილტვების დაზიანებით. დაავადებულთა 80-90%-ს თირკმლების დაზიანება აღენიშნება. თავდაპირველად ნეფროპათია ვლინდება ჰემატურიით (სისხლიანი შარდით). მოგვიანებით შესაძლოა თირკმლების უკმარისობაც განვითარდეს. დაავადების მიზეზი უცნობია. დაავადება მეტისმეტად მძიმეა და სათანადო მკურნალობას მოითხოვს. სწრაფად პროგრესირებადი ფორმების შემთხვევაში ინიშნება გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ციკლოფოსფამიდის კომბინაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები