საფრანგეთში ველოსიპედისტებს ამიერიდან შლემის ტარება მოუწევთ. 22 მარტიდან ძალაში შევა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც ორბორბლიანი ტრანსპორტის მფლობელებისთვის შლემი აუცილებელი ატრიბუტი გახდება.
გამოცემა „Le munde”-ს ინფორმაციით, სიახლე განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეხებათ. დადგენილებაში ასევე ნახსენებია, რომ შლემი სწორად უნდა იყოს შეკრული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონდამრღვევს სოლიდური ჯარიმის – 135 ევროს გადახდა მოუწევს.