წარმოიდგინეთ რომ ძალიან გეჩქარებათ. იმდენად ჩქარობთ, იმდენად ვერ ასწრებთ, რომ დარჩენილ ათ წუთში წარმოდგენაც კი გიჭირთ როგორ უნდა მიასწროთ სასურველ წერტილს. მაგალითად საინფორმაციოს წამყვანი ხართ და ზუსტ დროს ეთერში თუ ვერ გახვედით, გამოშვება უბრალოდ ჩაიშლება. რა ჯაჭვური რეაქცია შეიძლება ამას მოჰყვეს, წარმოდგენა მგონი შესაძლებელია. ამ დროს საცობია. მეტროში ჩასვლა, დალოდება… მგზავრობა, ამოსვლა… შეიძლება ეს ათი წუთი აქვე გაქრეს. ტაქსი საცობს ვერ გადააფრინდება, როგორი ბასლაინის ლიცენზიაც არ უნდა ჰქონდეს. ფეხით სისულელეა. რა დარჩა? ველოსიპედი. რომელიც არ გყავთ.
აი პარიზის დედაქალაქში ველო-ტაქსის სამსახური Heetch Bike გამოჩნდა. გადამზიდის მტკიცებით, სიახლის დამსახურებით ქალაქში გადაადგილება ჩვეულებრივ ტაქსთან-თან შედარებით 40%-ით უფრო სწრაფად და 20%-ით უფრო იაფად იქნება შესაძლებელი.
ეკოლოგიური ტაქსი წარმოადგენს ელექტროველოსიპედს, რომელსაც ჩაბმული აქვს სამგზავრო კაბინა საქარე მინებით და სახურავიც მინის აქვს. კაბინაში განთავსებულია სავარძლები, რომელსაც გათბობა აქვს ჩამონტაჟებული. ასე რომ მგზავრს დანიშნულების პუნქტამდე მისვლა ძალიან კომფორტულად შეეძლება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ამინდი იქნება გარეთ.
ჯერ-ჯერობით ველო-ტაქსი მხოლოდ უქმეებზე იმუშავებს.
აქვე, დროსაც ვიხელთებ და შეგახსენებთ, რომ ავტომობილი ყველაზე არაეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალებაა. ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 72%-ზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნები სხვადასხვა მეთოდებს იფიქრებენ რათა ხალხს კერძო ტრანსპორტზე უარი ათქმევინონ.