რადიო „არ დაიდარდოს“ ბოკა კვეკვესკირი სტუმრობდა. რამდენიმე წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მომღერალმა მსმენელს ახალი ნამუშევარი „თოვს“ წარუდგინა და მუსიკალური ალბომიც დააანონსა.
ბოკა, ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „თოვს“, ვის ეკუთვნის ტექსტი და მუსიკა?
ეს სიმღერა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გაკეთდა. კომპოზიტორი, მუსიკის ავტორი მე გახლავართ, ტექსტის ავტორი ქალბატონი ირინა სანიკიძეა. არანჟირება მარიკა ქაცარავას ეკუთვნის, სიმღერა მის სტუდიაში ჩაიწერა. დიდი მადლობა მათ და ასევე, დიდი მადლობა უნიჭიერეს გიტარისტს, დათო ლონდარიძეს.
საკმაოდ დიდი შემოქმედებითი პაუზა გქონდა, რა იყო ამის მიზეზი?
ამ დროის განმავლობაში გადართული ვიყავი ოჯახზე. ასევე, ეს პაუზა იყო სიმღერების არჩევა, გადარჩევა. ძალიან ბევრი ჩასაწერი სიმღერა დამიგროვდა და აუცილებლად აუცილებლად ყველას დავაპრემიერებ.
როგორია სამომავლო გეგმები?
ვემზადები ალბომისთვის. როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი კარგი კომპოზიტორის სიმღერა დამიგროვდა. სამომავლოდ, ჩემს მსმენელს აუცილებლად შევთავაზებ სოლოკონცერტს. ყველანაირად ვეცდები, ადამიანების იმედები გავამართლო და ჩემი საოცნებო სოლოკონცერტი გავაკეთო.
ბოკა კვეკვესკირი – თოვს
გადაცემის ჩანაწერი