LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში ტვირთის გადატანა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით დაიწყეს

116
ვენაში ტვირთის გადატანა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით დაიწყეს

ვენაში დაიწყო საპილოტე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ლოჯისტიკური კომპანიები ვალდებული იქნებიან სხვადასხვა პროდუქცია თუ ტვირთი მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით გადაიტანონ.

ინიციატივას უკვე შეუერთდა 32 კომპანია, მათ შორის ფოსტაც. პირველ ეტაპზე ამანათებს ისინი ელექტრომობილებით ვენის პირველ და მეორე რაიონებში მიიტანენ (ეს ზონა სამომავლოდ აუცილებლად გაიზრდება).

საპილოტე ეტაპი 3 წელი გაგრძელდება. მის შედეგებს კი ვენის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ექსპერტები შეაფასებენ.

ავსტრიის დედაქალაქს იმედი აქვს, რომ 2040 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალური გახდება. ამ მიზნის მისაღწევად ათობით სხვადასხვა პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები