იტალიის პოპულარული დანიშნულება „ერთდღიანი“ ტურისტებისთვის 2025 წლიდან გადასახადს გააორმაგებს. Ktvz-ის ინფორმაციით, ამჟამად ვენეციის მონახულება 5 ევრო ღირს, მომავალი წლიდან კი 10 ევრო გახდება. მერიას იმედი აქვს, რომ ეს ზომა ისტორიულ ადგილს ზედმეტი ტურიზმისგან დაიცავს.
გადასახადის გადახდა უწევთ ყველას, ვინც ქალაქს ერთი დღით აკითხავს და ღამით იქ არ რჩება. წელს ეს კანონი ყველაზე გადატვირთული 29 დღის განმავლობაში მოქმედებდა.
ანალოგიური გადასახადი იმოქმედებს 2025 წლის 18 აპრილიდანაც. ვენეციის მონახულება ფასიანი იქნება პარასკევობით, ასევე უქმეებზე და სადღესასწაულო დღეებში – მთლიანობაში 54 დღე.
იმ ტურისტებს, ვინც გადასახადს თავს აარიდებს, 300 ევროთი დააჯარიმებენ.
აღსანიშნავია, რომ გადასახადი არ დაეკისრებათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, სტუდენტებს და 14 წლამდე ბავშვებს.