LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციაში ახალი სასტუმროები აიკრძალა

149

ვენეციაში ახალი სასტუმროები აიკრძალა. ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც სასტუმროებისა თუ ჰოსტელების აშენებას სასტიკად კრძალავს და გამონაკლისი არავისთვის არ დაიშვება. როგორც ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნიანომ განაცხადა, ქალაქის ცენტრში ტურისტებისთვის 25 ათასამდე ნომერი უკვე არსებობს და ეს სრულებით საკმარისია. გარდა ამისა, ახალი კანონი ძველი შენობების სასტომროებად ქცევას, თუ უკვე არსებული სასტუმროების გაფართოებასაც ეწინააღმდეგება.

შეგახსენებთ, რომ ვენეციაში ყოველდღიურად ათასობით ტურისტი ჩადის და ეს ადგილობრივებს ძალიანაწუხებთ, ამიტომ ხელისუფლება ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებას ყველანაირად ცდილობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები