ვენეციელები ტურისტების რაოდენობის შეზღუდვას ითხოვენ. იტალიის ულამაზესი ქალაქი რამდენიმე დღის წინ მასობრივმა საპროტესტო აქციამ მოიცვა. იტალიელები ქუჩაში ჩემოდნებით გამოვიდნენ, რაც ქალაქის დატოვების სიმბოლოს განასახიერებდა. ადგილობრივების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ დამსვენებელთა სიმრავლის გამო იჯარის გადასახადი იზრდება და საცხოვრებელი ადგილები კი მცირდება. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ვენეციელი გადადის გარეუბნებში, რათა ხმაურიან ქუჩებს მოერიდოს და მშვიდად ცხოვრება შეძლოს. საინტერესოა, რომ უკანასკნელი 65 წლის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა სამჯერ შემცირდა და ამჟამად მხოლოდ 55 ათას შეადგენს.