LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის მთავრობა ტურისტების რაოდენობას გააკონტროლებს

25

ვენეციის მთავრობა გეგმავს სპეციალური მოწყობილობა დააყენოს, რომელიც ტურისტების რაოდენობას გააკონტროლებს.

მალე რამდენიმე პუნქტში, საიდანაც ქალაქი მთავარ ტურისტულ ნაკადს იღებს, შესაძლოა ავტომატური მრიცხველები დამონტაჟდეს, რომელიც მონაცემებზე დაყრდნობით, ქალაქში შემსვლელებს შეზღუდავს.

ინიციატივა დაკავშირებულია იუნესკოს ”უკიდურესად შეშფოთებაზე”, რომელიც საკრუიზო ხომალდების მუდმივი მიმოსვლის გამო ვენეციური ლაგუნას მდგომარეობის გაუარესებას უკავშირდება. გარდა ამისა, მოგზაურები ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნიან, რომლებიც ხშირად ქალაქის ქუჩებში გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ.

ავტომატური მრიცხველები კი დაეხმარება მთავრობას დაარეგულიროს ქალაქზე არსებული მოთხოვნა. ამასთან ერთად, ვენეციის მთავრობა გეგმავს საზოგადოებრივი კვებისთვის ახალი ზონები გახსნას, შეცვალოს საკრუიზო ხომალდების მუშაობის რეჟიმი და გაზარდოს სამართალდამცავების რაოდენობა.

შეგახსენებთ, 134 მაისს ვენეციის ბიენალე იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები