LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის სასტუმრო ქორწილისთვის საუკეთესო ადგილად აღიარეს

20

ვენეციაში მდებარე სასტუმრო Aman Venice ქორწილისთვის საუკეთესო ადგილად აღიარეს.
ჟურნალმა „Wedding“ ტრადიციული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროები მოხვდა. თუკი ცერემონიის ჩასატარებლად განსაკუთრებულ ადგილს ეძებთ, მაშინ ვენეციაში მდებარე მე-16 საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე საუკეთესო ადგილია. საინტერესოა, რომ სწორედ იქ გაატარეს თავისი პირველი ღამე ჯორჯ და ამალ კლუნებმა. ახალდაქორწინებულმა წყვილმა არჩევანი შეაჩერა ნომერ ლუქსზე, რომელიც ჯოვანი ბატისტას ფრესკებითაა გაფორმებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ დანარჩენი 24 ოთახიც არანაკლებ მიმზიდველია. კომპლექსი მოიცავს ასევე რესტორანს და ულამაზეს სადღესასწაულო დარბაზს, სადაც გრანდიოზული ქორწილის გამართვაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები