LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენსან კასელმა ტინა კუნაკის ხელი სთხოვა

36

როგორც ჩანს, მონიკა ბელუჩის ყოფილი მეუღლე, ვენსან კასელი სერიოზულად არის განწყობილი თავისი 20 წლის მეგობარი გოგოს, ტინა კუნაკისადმი. დადის ხმები, რომ 51  წლის ვარსკვლავმა მას ხელი სთხოვა. ეს ხმები კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტინამ „ინსტაგრამზე“ განათავსა ფოტო, სადაც უსახელო თითზე უჩანს ბეჭედი, რომელიც ძალიან ჰგავს ნიშნობისას.

 

i wish i woke up like this @lorealhair

A post shared by Tina Kunakey Di Vita (@tinakunakey) on

შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი იბიცაზე გაიცნო. მაშინ, ჟურნალისტებთან საუბრისას ტინამ აღიარა, რომ ვენსანის საქმიანობაზე აქამდე არაფერი იცოდა, რადგან გაიზარდა ფერმაში, სადაც არასოდეს ჰქონია ტელევიზორი.

გარკვეული პერიოდი დადიოდა ხმები, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, თუმცა როგორც ჩანს, მათ სრული ჰარმონია აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები