საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” ფორვარდ ლევან მჭედლისთვის სეზონი დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს სერია A-ს მატჩში “კარპისა” და “ემპოლის” შორის (1:0) მჭედლიძე 25-ე წუთზე გააძევეს. იმ ეპიზოდში ლევანმა იდაყვი მოარტყა მეტოქეს და წითელი ბარათი მიიღო.
სადისციპლინო კომიტეტმა ქართველ ფეხბურთელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერია ა-ს დარჩენილ 3 ტურში მჭედლიძე ვეღარ ითამაშებს.
ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელმა “ფეისბუქში” დაწერა.
“რა უნდა ვთქვა? არ მჯერა… 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მომცეს და მიზეზს ახლაც ვერ ვპოულობ… გუშინ ცუდად ვიყავი, განვიცდიდი, რომ გუნდი 10 კაცით დავტოვე მოედანზე და არ მესმოდა, რა ჩავიდინე ცუდი… დღეს უარესი რამ მოხდა…”, – წერს ფეხბურთელი.