ვერა ბრეჟნევა და კონსტანიტინე მელაძე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ამავდროულად საზოგადოებისთვის ყველაზე მიუწვდომელ წყვილად ითვლება. ისინი საიდუმლოდ დაქორწინდნენ, მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ინტერვიუებსა თუ პაპარაცებს…
ქორწინების შემდეგ ვერა და კონსტანტინე ერთად ძმები მელაძეების საკონცერტო ტურნეს დროს გამოჩდნენ, სადაც კონსტანტინემ პირველად მოუხმო სცენაზე ვერას, სადაც საზოგადოების წინაშე პირველად უწოდა მეუღლე.
გუშინ წყვილი ერთ-ერთი პოპულარული გადაცემის ჩაწერაზე იმყოფებოდა, სადაც თანაცხოვრების გარკვეულ დეტალებზე ისაუბრეს, თუმცა, პირადულ თემებზე საუბარს მაქსიმალურად აარიდეს თავი. წყვილის პოზიცია ქორწინებისთანავე ვერამ თავის ბლოგზე შემდეგი სიტყვებით გამოხატა: ”ბედნიერებაა, როცა გიყვარს სიმშვიდე” – რამაც ხაზი გაუსვა იმას, რომ წყვილი მაქსიმალურად მიუწვდომელი იქნებოდა საზოგადოებისთვის.
კითხვაზე როდის მოიხიბლა კონსტანტინე მეუღლით, მან ასეთი პასუხი გასცა: ”ვერას ჯგუფს ”ვიაგრა”-ს ქასთინგის შემდეგ ვადევნებ თვალყურს და ჩემი ყველა პოპულარული სიმღერაც სწორედ მისთვის დაიწერა. მისი მოსვლის შემდეგ ჯგუფი ”ვიაგრა” უფრო ხალისიანი და წარმატებული გახდა” – განაცხადა მელაძემ…
რაც შეეხება ვერას, აი რას ამბობს მომღერალი მეუღლეზე – ” გასაოცარი ადამიანი, რომელიც მუდამ თავდაუზოგავად შრომობს. კონსტანტინე ძალიან თბილი და მზრუნველია, მას შეუძლია სიცოცხლეც კი გაიღოს გარშემომყფობისთვის. ის იდეალური მამაკაცი და მეუღლეა, მასთან ერთად ოჯახურ იდილიაში ვცხოვრობ…”