ვერა ბრეჟნევა კვლავაც განაგრძობს ფანების გაკვირვებას და ყოველდღიურად უზიარებს სოც-ქსელის მოხმარებლებს მოგზაურობის პერიოდში გადაღებულ სურათებს. ამჯერად სოც-ქსელების თემა მომღერლისა და მისი შვილის, სანაპიროზე გადაღებული სურათი გახდა. რის შედეგადაც ჭორები იმის შესახებ, რომ პოპულარული სახე ორსულადაა, გაქრა.
მომღერალმა რამდენიმე საათის წინ ინსტაგრამზე შვილთან ერთად გადაღებული სურათები გამოაქვეყნა. მზიან სანაპიროზე გასარუჯად მყოფი ვერა ბრეჟნევა იდეალურად გამოიყურება და ნამდვილად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ორსულად არაა.
მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ დედა-შვილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, როგორც ვიზუალურად, ასევე ხასიათებითაც. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ ჭორები მომღერლის სავარაუდო ორსულობასთან დაკავშირებით გაქარწყლდა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც კომენტარებიდან ჩანს, მომღერალი ამაყობს თავის სხეულით და სოც-ქსელის მომხმარებლებს საკუთარ ემოციებსაც უზიარებს ამ თემასთან დაკავშირებით.