LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერა ბრეჟნევა ორსულად არის?

53

ჯგუფ ”ვიაგრა”-ს ყოფილი სოლისტის და ამჟამად კომპოზიტორის კონსტანტინ მელაძის მეუღლის გარშემო ჭორები არ ცხრება. როგორც ვერა ბრეჟნევას ფანები ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სურათების მიხედვით ამტკიცებენ, მომღერალი ორსულადაა.

რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა მომღერალმა სოც-ქსელში ახალი სურათები გამოაქვეყნა და ფანებმა კვლავაც ააგორეს ჭორები მის ორსულობასთან დაკავშირებით.

სურათში, რომელიც მთის ფერდობზეა გადაღებული მომღერალს ქურთუკი აცვია, რომელიც მუცელთან ოდნავ გამობერილია. ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, კი მომღერლის გულშემატკივრებს კვლავაც გაუჩნდათ მოსაზრება, რომ ვერა ბრეჟნევა ორსულადაა და შვილს, სწორედ მისი მეუღლისგან, კონსტანტინ მელაძისგან ელოდება. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერა კომენტარს არ აკეთებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ მომღერალს ორი ქორწინებიდან ორი შვილი, 14 წლის სონია და 6 წლის სარა ჰყავს. ამჟამად ის ქორწინებაში იმყოფება ვალერი მელაძის ძმასთან, კომპოზიტორ კონსტანტინ მელაძესთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები