ჯგუფ ”ვიაგრა”-ს ყოფილი სოლისტი ვერა ბრეჟნევა სოციალურ ქსელში სექსუალური ფოტოსესიის სურათებს აქვეყნებს. როგორც რუსული ტაბლოიდები წერენ, შავ-თეთრ ფერში გადაწყვეტილმა ფოტოებმა ვერას სექსუალურობა შემატა.
გადაღებებზე კონსტანტინ მელაძის მეუღლე ვამპირის ამპლუაში წარსდგა, რამაც გარკვეულწილად მომღერლის უსაზღვრო სექსუალურობას გაუსხვა ხაზი. საცვლებში გამოწყობილი ვამპირი ვერა ბრეჟნევა უმალვე სოც-ქსელების ჰიტად გადაიქცა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა პროექტისთვის მზადდება ფოტოსესია, თუმცა, ფაქტია, რომ ვერა ბრეჟნევას ახალმა სურათებმა მისი გულშემატკივრების დიდი მოწონება დაიმსახურა.