რუსი მომღერლის ვერა ბრეჟნევას 14 წლის შვილი სონია კიპერმანი ცდილობს პოპულარობა სწორედ დედის მიერ განვლილი ნაბიჯებით მოიპოვოს. მან უკვე შეარჩია შესაბამისი პროფესიაც და გასული წლიდან ის ამერიკის თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობს. თუმცა, ბოლო პერიოდში ის აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფოტოსესიებში, სადაც ყოველთვის ცდილობს დედასავით გამოიყურებოდეს.
სულ ახლახანს სონია კიპერმანმა მონაწილეობა მიიღო ახალ პროექტში და სურათები საკუთარ ინსტაგრამ მომხმარებლებს გაუზიარა. ფოტოებზე გოგონა შავ კაბასა და ქუდშია გამოწყობილი. პირველი ვინც ამ ფოტოებს გამოეხმაურა ვერა ბრეჟნევა გახლდათ ”ჩემი შვილი” – ამაყად დაწერა მომღერალმა.
სონიას სურათებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოც-ქსელში, მისი გულშემატკივრები წერენ, რომ გოგონა დღითიდღე უფრო ემსგავსება დედას.