მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ საკუთარი გულისტკივილი Instagram-ის მომხმარებლებს გაუზიარა. როგორც ვერა აცხადებს, დღეს მას ვიზაზე უარი უთხრეს.
”როცა ვიზაზე უარს გეუბნებიან… #მოწყენილი, #მაპატიეჩემოსყვარულო” – დააკომენტარა მომღერალმა გამოქვეყნებულ სურათზე, სადაც ის ძალიან მოწყენილად გამოიყურება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქვეყანაში მოგზაურობაზე უთხრეს უარი მომღერალს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერას და კონსტანტინეს შვილებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი.