LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერონას რესტორანი ღვინოს აჩუქებს ყველა სტუმარს, ვინც ტელეფონს გვერდით გადადებს

121
ვერონა

იტალიაში, ქალაქ ვერონას რესტორანი ერთ ბოთლ ღვინოს გადასცემს ყველა სტუმარს, ვინც ტრაპეზის დროს სმარტფონს არ გამოიყენებს. სიახლის შესახებ Class life style წერს.

ამ გზით დაწესებულებას ისეთი პირობების შექმნა სურს, სადაც სტუმრები ერთმანეთთან იკონტაქტებენ და რესტორანში ყოფნისგან სიამოვნებას მიიღებენ.

ღვინის მისაღებად სტუმარმა სმარტფონი დახურულ უჯრაში უნდა დატოვოს. ობიექტის მეპატრონის თქმით, ინიციატივამ უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ვერონას რესტორანი არ არის ერთადერთი ბიზნესი, რომელმაც მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა განიზრახა. ანალოგიური სქემა მოქმედებს საფრანგეთში, ქალაქ ალბის რესტორანშიც, სადაც უტელეფონო სტუმრებს უფასო სასმლით უმასპინძლდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები