ცოტა ხნის წინ, ჯო ჯონასმა თავის ჯგუფთან DNCE-სთან ერთად სიმღერა Body Moves წარმოადგინა. ვიდეო საკმაოდ ლამაზი გამოვიდა, რადგან მას კომპანიონობა Victoria’s Secret-ის „ანგელოზებმა“ ჟოზეფინ სკრივერმა, ტეილორ ჰილმა და ჟასმინ ტუკსმა გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელიც ქსელში გავრცელდა არ არის ოფიციალური. შესაბამისი კლიპი სიმღერაზე უახლოეს მომავალში გამოვა.
სიმღერა „Body Moves“ DNCE-ს ახალ ალბომში შევა, რომლის გამოსვლაც 18 ნოემბერს იგეგმება.
https://www.youtube.com/watch?v=IR8s4UOfEgY