Victoria’s Secret-ის ათმა ახალმა ”ანგელოზმა” (სარა სამპაიო, ჟასმინ ტუქსი, კატია გრიგორევა, ლაის რიბეირო, ელზა ჰოქსი, ტეილორ ჰილი, მონიკა ”ჟაკ” იაგაჩეკი, რომი სტრაიდი, მარტა ჰანტი, სტელა მაქსველი), რომლებმაც 2015 წლის აპრილში ოფიციალურად მიიღეს ”ანგელოზის” სტატუსი, ნიუ-იორკის თაიმ-სქვერზე ბრენდის ახალი კოლექციის პრეზენტაცია მოაწყვეს.
გოგონებმა Body-ისა და Lounge-ის თეთრეული, ასევე Tease-ს განახლებული არომატი წარმოადგინეს. Body-ის თეთრეულის კოლექცია თავისი რბილი ქსოვილით და იდეალური ფორმით გამოირჩევა, სადაც კლასიკურ მოდელებთან ერთად მაქმანიანი მოდელებიცაა წარმოდგენილი. Lounge-ს კოლექციაში ბიუსტჰალტერების რომანტიკული და სპორტული მოდელები შევიდა, განახლებული პარფიუმის Tease-ის არომატი კი, ყვავილების, მსხლის და შავი ვანილის ესენციის ნაზავი იქნება. სუნამოს ფლაკონი შავი მაქმანითაა და ვარდისფერი პულვერიზატორით რეტროს სტილშია გაფორმებული.