LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „17 კილო დავიკელი, მე არ ვჭამ, ოჯახის წევრებს ვასუქებ…“ – როგორ ჩადგა ხვიჩა მაღლაკელიძე ფორმაში

155
ხვიჩა მაღლაკელიძე

„დღის პოსტს“ ესტუმრა ხვიჩა მაღლაკელიძე, ინსტრუმენტალისტი და ანსამბლ „ივერიას“ წევრი. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაიკლო წონაში:

„ჯანსაღი და დროული კვება. ეს არის იმის შედეგი, როცა თვითონ იწყებ საჭმლის მომზადებას. ვგიჟდები, ოჯახის წევრებს რომ ვასუქებ, მაგრამ მე ვერ ვჭამ. ნებისმიერ კერძს ვამზადებ, ხინკლიდან დაწყებული, შეიძლება, ორი ცალი შევჭამო. კეთების პროცესში იმდენად ნაყრდება თვალი… ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ ჩემი მომზადებული კერძები. გამორჩეულად ვაკეთებ აჯაფსანდალს. საღამოს აღარ მივირთმევ, ძილის წინ ჭამა არ შეიძლება, მე კი გვიანობამდე ვმუშაობ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები