აშშ-ში, ოჰაიოს მკვიდრმა 7 წლის ბიჭუნამ დანიელ ვიტენბახმა დილით ადრე გაიღვიძა და ძალიან მოსწყურდა. პატარამ დედა და მამა არ გააღვიძა, წავიდა ფარეხში და სკამის გამოყენებით კედელზე დაკიდებული გასაღები აიღო. დანიელმა ძრავის ამუშავება შეძლო, გზაზეც გავიდა და უახლოესი სუპერმარკეტისკენ წავიდა, რათა გაზიანი სასმელი ეყიდა. ცოტა ხნის შემდეგ მშობლები პოლიციის ზარმა გააღვიძა.
ბიჭუნამ რაიონი წარმატებით დატოვა და ოთხხაზიან მაგისტრალზე აღმოჩნდა. ცოტა ხანში Sportage-მა გამყოფი ხაზი გადაკვეთა და შემხვედრ ზოლში გადავიდა. თანმხვედრ ავტომობილებში მყოფმა ადამიანებმა პოლიციაში დაიწყეს რეკვა, ზოგიერთმა მათგანმა კი კროსოვერის გაჩერება თავადაც სცადა.
თუმცა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, დენიელი მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როცა Jeep Liberty-ს დაეჯახა. თუკი დამტვრეულ მანქანებს არ ჩავთვლით, ბავშვის მოგზაურობა კარგად დასრულდა. მიიღო თუ არა დენიელმა ნანატრი გაზიანი სასმელი უცნობია, თუმცა ერთი რამ ფაქტია მისი მშობლები გასაღებს ამიერიდან უფრო უკეთ დამალავენ ხოლმე.