პოპულარული დები, ევა და ანამარია ბუთიაშვილები, რომლებიც საზოგადოებამ სოციალურ ქსელში მათი სიმღერებით გაიცნო, გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდნენ.
გადაცემაში სტუმრად მყოფმა დებმა სიმღერა „კეკელა და მარო“ შეასრულეს. როგორც ყოველთვის, სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებულმა პატარა ევამ არტისტული მონაცემები ამჯერადაც გამოავლინა და ცეკვითა და სიმღერით აუდიტორია მოხიბლა. გოგონამ სიმღერის შესრულების დროს გადაცემის სტუდიიდან სცენაზე გადაინაცვლა და წამყვანები – თინათინ ჯოხაძე და როლანდ ოქროპირიძეც ააცეკვა.
„პატარა მსახიობი, როგორ ბუნებრივად ასრულებს ყველაფერს“, – „საოცარი დები“, „ამ ბავშვებმა გადარიეს მთელი საქართველო“, „ევა უკვე ნამდვილი მსახიობია“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
🎶 ,,კეკელა და მარო" – ევა და ანა მარია ბუთიაშვილები | 19.09.2025🎶 ,,კეკელა და მარო" – ევა და ანა მარია ბუთიაშვილები
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on პარასკევი, 19 სექტემბერი, 2025