LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ასამდე ხმაურიანი მოტოციკლეტი ბულდოზერით გაანადგურეს

35
moto

ნიუ-იორკში უკვე მრავალი წელია რაც ხმაურიანი მოტოციკლეტების და კვადროციკლების პრობლემა არსებობს, რაზეც ადგილობრივები ხშირად ჩივიან. ამჟამინდელმა მერმა გადაწყვიტა, რომ მოსახლეობის „ტერორიზებაში“ დამნაშავე ტრანსპორტი გაანადგუროს. 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე პოლიციამ კანონდამრღვევებს 2 ათასამდე მოტოციკლეტი და კვადროციკლი ჩამოართვა, ტრანსპორტი რომლის ექსპლუატაციაც არ შეიძლება.

მერი მხოლოდ კონფისკაციას არ დასჯერდა და ასამდე მოტოციკლეტი ბულდოზერით გაანადგურა. ამ პროცესს ათობით ადგილობრივი ესწრებოდა. თავისი გამოსვლის დროს ქალაქის თავმა ისიც თქვა, რომ უკანონო ტრანსპორტის განადგურება იმის გარანტია გახდება, რომ ისინი ქალაქის ქუჩებში აღარასდროს გამოჩნდებიან. ამასთან, ასეთ ტრანსპორტს ძირითადად ისეთი მძღოლები იყენებენ, ვისაც აუცილებელი სადაზღვევო პოლისი არ გააჩნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები