LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე 109 წლის გახდა და ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც გაამხილა

129
Capture

აშშ-ს პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ყოფილმა თანაშემწემ მორიგი იუბილე იზეიმა და გაამხილა საიდუმლო, რომელიც მას 109 წლამდე მიღწევაში დაეხმარა. პაულინა კუკის ისტორია გამოცემამ KLAS-TV გაავრცელა.

პაულინამ იუბილე ნევადას შტატში მდებარე მოხუცებულთა სახლში იზეიმა. დაწესებულების პერსონალმა ქალბატონისთვის მოაწყო წვეულება, სადაც მისი მეგობრები და ნათესავები იყვნენ დაპატიჟებული. სადღესასწაულო სუფრაზე უამრავი ტკბილეული და სასმელი იყო, თუმცა ხანდაზმულმა ამერიკელმა თავის საყვარელ კერძად ხორცი დაასახელა.

ჟურნალისტებმა პაულინას ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს გამხელა სთხოვეს.

„საიდუმლო ფორმულა? შეეცადეთ იცხოვროთ თქვენი სიამოვნებისთვის და გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ ზედმეტად სერიოზულად არ განეწყოთ. დატკბით ცხოვრებით, ის მხოლოდ ერთია, ასე რომ მოასწარით თქვენი წილი ტორტის მირთმევა“, – იხუმრა კუკმა.

პენსიონერი წლების განმავლობაში თეთრ სახლში მუშაობდა. ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონის პირადი ასისტენტი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები