Tesla-ს ასობით ელექტრომობილმა ინდურ სიმღერაზე საოცარი მუსიკალური შოუ დადგა. უჩვეულო აქცია სიმღერა Naatu naatu-ს მიეძღვნა, კომპოზიციას რომელიც პოპულარული ფილმის RRR-ის დამსახურებით გახდა. „ოსკარების“ ცერემონიაზე ამ სიმღერამ „საუკეთესო ორიგინალური სიმღერის“ ნომინაციაში გაიმარჯვა და ელექტროქარების მფლობელებმაც შოუს დადგმა სწორედ ამ ტრეკზე გადაწყვიტეს.
ავტომობილებმა უზარმაზარი მოედანი დაიკავეს და თან ფილმის დასახელების მსგავსად სამი R ასოც გამოსახეს.
შოუს შესრულება „ტესლას“ ახალი ფუნქციის დამსახურებით უფრო მარტივი იყო. საქმე ისაა, რომ ელექტროქარის ზოგიერთ ვერსიას ნებისმიერი სიმღერის რიტმში სინათლის შოუს ავტომატური შესრულების ფუნქცია აქვს.