LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW-მ i5-ის რეკლამაში ცნობილი მსახიობი გადაიღო

151
bmw

BMW-მ ელექტროსედანის i5-ის რეკლამაში ცნობილი მსახიობი კრისტოფერ უოკენი გადაიღო. 2024 წლის ფინალურ თამაშზე, სადაც ფეხბურთის ეროვნული ლიგის ჩემპიონი გამოავლინეს, BMW-მ ახალი სარეკლამო რგოლი წარადგინა, სადაც უახლესი ელექტრომობილი i5 იყო ასახული. პერსპექტიული მოდელის უკეთ წარმოსაჩენად კომპანიამ ცნობილი მსახიობი მოიწვია და პარტნიორობას მას ასევე პოპულარული მსახიობი ეშლი პარკი და მუსიკოსი აშერი უწევდნენ.

რგოლი სახელად Talkin’ Like Walken შედგება ეპიზოდებისგან, რომელშიც კრისტოფერ უოკენი მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სიტუაციებში ხვდება და უამრავ საინტერესო ადამიანს გადააწყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები