LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: BMW-ს სარეკლამო რგოლი ჩვენებისთვის აიკრძალა

38

ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების კომიტეტმა (Advertising Standards Authority) ადგილობრივი ტელევიზიის ეთერით BMW-ს რგოლის ჩვენება აკრძალა. ვიდეორგოლი სრული ამძრავის სისტემა Xdrive-ს ეძღვნება. მიზეზად კი „სწრაფი, სახიფათო და უპასუხისმგებლო მართვისადმი წახალისება“ დაასახელა, წერს Auto Express.

კომიტეტის აზრით, ზოგიერთი სცენა, მართალია საერთო სარგებლობის გზებიდან შორს ვითარდება, თუმცა, „დიდად არ განსხვავდება იმისაგან, რასაც BMW-ს მფლობელები შესაძლოა რეალობაში წააწყდნენ“. გარდა ამისა, კომიტეტის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ რეკლამაში ნაჩვენები X5 ტალახში სრიალებს.

BMW-ს წარმომადგენელმა ბრალდებაზე პასუხად განაცხადა, რომ „X5-მა მხოლოდ მცირედად აჩვენა გზაზე მოჭიდების დაკარგვა, იმისათვის რომ Xdrive-ის ტექნიკური განსაკუთრებულობები წარმოეჩინა. კომპანიაში იმასაც ირწმუნებიან, რომ ავტომობილებს „უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით მართავდნენ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები