ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ტეხასის ერთ-ერთ მაგისტრალზეა გადაღებული. კადრებში აღბეჭდილია წითელი პიკაპი Chevrolet Silverado, რომელიც გზაზე ტორნადოში ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მძაფრ სიუჟეტიანი ფილმის სცენას ჰგავდა, ავტომობილმა კატასტროფას თავი დააღწია. სტიქიის ფონზე მანქანა ნამდვილი სათამაშოსავით გამოიყურებოდა.
ცოტა ხნის წინ ტეხასის შტატს ტორნადომ გადაუარა, დაანგრია ათობით სახლი, გაანადგურა სადენები და 60 ათასამდე ადგილობრივი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. გარდა ამისა, სტიქიის დროს ათობით ადამიანი დაზარალდა. ძლიერი ქარი დაეწია Chevrolet-ის 17 წლის მძღოლსაც, რომელიც მგზავრებთან ერთად მაგისტრალზე გადაადგილდებოდა.
გრიგალმა ავტომობილი სათამაშოსავით აიტაცა და მძღოლმა გამოღწევა სასწაულებრივად შეძლო. დარტყმის შედეგად მანქანამ სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა მგზავრები მხოლოდ მცირე ნაკაწრებით გადარჩნენ.