LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: დათვებმა საჭმლის ძიებაში დაპარკინგებული ავტომობილები გაანადგურეს

131
დათვებმა საჭმლის ძიებაში დაპარკინგებული ავტომობილები გაანადგურეს

დათვებმა დაპარკინგებული ავტომობილების კარი რამდენიმე წამში, ყოველგვარი სირთულის გარეშე გახსნეს. თანაც, მათ ამის გაკეთება ფანჯრების დაზიანების გარეშე შეძლეს და ცდილობდნენ საჭმელი მოეძებნათ.

ჭკვიანი ველური ცხოველების ვიდეო კალიფორნიაში, პარკინგის სიახლოვეს მდებარე სახლის სათვალთვალო კამერამ გადაიღო. კომენტარებში ინტერნეტ მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს იქნება კარგი მაგალითი მძღოლებისთვის, რათა მიუხედავად გაჩერების ადგილისა, ავტომობილის კარი ყოველთვის ჩაკეტონ.

კადრში ჩანს, თუ როგორი სიფრთხილით უახლოვდება ორი დათვი გაჩერებულ Jeep Grand Cherokee-ს და Dodge Ram 1500-ს. ერთ-ერთი მაშინვე პიკაპის საბარგულზე აძვრა, რა დროსაც მეორემ მგზავრის კარი გააღო.

სულ რამდენიმე წამში დათვი უკვე სალონში საკვებს ეძებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები