„ფერარისა“ და Richard Mille-ს თანამშრომლობით შექმნილი პირველი საათი მსოფლიოში ყველაზე წვრილი მექანიკური საათი აღმოჩნდა და ეს წოდება Bvlgari Octo Finissimo Ultra-ს ოფიციალურად ჩამოართვა. მოდელი RM Up-01 Ferrari-ს კორპუსის სისქე – მხოლოდ 1,75 მილიმეტრია. უკეთ რომ წარმოიდგინოთ, ეს იგივეა რომ ორი საბანკო ბარათი შეაერთოთ. ასეთი საათის ფასი 1,88 მილიონი დოლარია და ამ ფასად 4 ფლაგმანი სუპერქარის, მაგალითად 1000 ძალის SF90 Stradale-ს შეძენაა შესაძლებელი. მოდელის ღირებულება იტალიაში ხომ 430 000 ევროდან იწყება.
Richard Mille RM UP-01 Ferrari-ს კორპუსის ზომა წინა რეკორდსმენზე 0,05 მმ-ით უფრო წვრილია. მექანიზმი ისე მუშაობს რომ 45 საათიანი სვლის მარაგი აქვს.
საათის ტირაჟი მხოლოდ 150 ეგზემპლარი იქნება.