მიუნსტერის ზოოპარკში რობოტიზირებული ცხოველი „იუკი“ დაასახლეს. იუკის მოვალეობაა ზოოპარკის ვიზიტორთა ქცევები შეისწავლოს. ამის შესახებ ინფორმაციას ruptly.tv ავრცელებს.
რობოტი 35 კილოგრამს იწონის და ნამდვილი ცხოველის ქცევებს იდეალურად იმეორებს, მას სირბილი, ხტუნვა და ვიზიტორების ყურადღებით დაკვირვებაც კი შეუძლია.
ახალი ბინადარი აქლემების ვოლიერში, ნამდვილი ცხოველების გვერდით დაასახლეს. ვოლიერთან ტაბლოც დადგეს, სადაც ბინადრის მახასიათებლებია განთავსებული. ტაბლოზე იუკის ტექნიკური მონაცემებია მითითებული.
ოთხ ფეხიანი რობოტის დავალებაა შეისწავლოს თუ რა რეაქციები აქვს ხალხს რობოტის დანახვისას. ამისათვის იუკი სხვადასხვა სანახაობებს აწყობს, რათა თავის გარშემო რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოიკრიბოს.