„ალ ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ბლოგერ ჯეიკომ პოლსა და მოკრივე ტომი ფიურის ჩხუბის სანახავად მივიდა და თან შვილი, უმცროსი კრიშტიანოც წაიყვანა. ეს ორთაბრძოლა საუდის არაბეთის ქალაქ ედ-დირიაში გაიმართა.
სეირის საყურებლად ასევე მივიდნენ მაიკ ტაისონი, ტომის უფროსი ძმა, სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ტაისონ ფიური, მოკრივეები დევინ ჰეინი და დეონტეი უაილდერი.